მე ნატალია თოლორაია ვარ და მოკლედ მინდა გიამბოთ იმის შესახებ თუ ერთი პატარა სილამაზის სალონით დაწყებული საქმე, მრავალწლიანი შრომით და ოცნებისადმი ერთგულებით, როგორ გადაიქცა ბიზნეს ჯგუფად, რომელიც დღეს უკვე სხვადასხვა კომპანიასა და პროექტს აერთიანებს. ამ ჯგუფის ერთერთი მიმართულებაა „სპა კონცეპტი“.
21 წლის წინ, როდესაც თბილისში ძალიან ცოტა სილამაზის სალონი იყო, ხოლო ამ დარგის სპეციალისტი და მითუმეტეს ხარისხიანი პროდუქცია კიდევ უფრო ნაკლები, გადავწყვიტე გამეხსნა სილამაზის სალონი, რომელიც ჩემი, როგორც კლიენტის მოთხოვნებს შეესაბამებოდა. მე კი სიმართლე გითხრათ, მეტად მომთხოვნი კლიენტი ვარ.
ჩვენ ძალიან ბევრს და დაუღალავად ვშრომობდით გასული წლების მანძილზე, თვალს ვადევნებით მსოფლიოში მიმდინარე ნატალია თოლორაია ნატალი ჯგუფის დამფუძნებელი ტენდენციებს და ვეძებდით პარტნიორებს, ვუშვებდით შეცდომებს და ვიღებდით გამოცდილებას, ნელ-ნელა ვანხორციელებდით იდეებს და ვქმნიდით კლიენტებისთვის საუკეთესო პირობებს, რათა მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურება შეგვეთავზებინა.
ამჟამად, „ნატალი ჯგუფის“ სამი ძირითადი პროექტია:
- სპა კონცეპტი (საკონსულტაციო ჯგუფი სპა და სილამაზის სფეროში)
- ველნეს ლაბი (დღის სპა, სოლარიუმ კლუბი და სილამაზის სალონი)
- ანტი ეიჯ კლინიკა (ესთეტიკური და ლაზერული მედიცინის ცენტრი)
აქვე, უფრო დაწვრილებით გაეცნობით ჩვენს პროექტებსა და მომსახურებას, რასაც „ნატალი ჯგუფი“ გთავაზობთ.